პარლამენტში დღეს ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კანონმდებლები თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.
საკომიტეტო სხდომებში მონაწილოებას ოპოზიცია სავარაუდოდ დღესაც არ მიიღებს. ხვალ მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა უკვე ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.
8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.