„უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, ვიზიტის შედეგად დაიგეგმება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერია.
„უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. არის საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი”- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც საუბარი შეეხება ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკური, თავდაცვის და სხვა მიმართულებებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.