ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
05-09-2019, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეზინფორმაციული კამპანიების გავლენასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიისას ევროკომისიიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან მიწვეულმა მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

 


“დეზინფორმაციის ფენომენი ახალი არაა. სიახლე ტექნოლოგიებია, რამაც ამ დეზინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და არეალი მნიშვნელოვანი შეცვალა.
საქართველოში დეზინფორმაციის ძირითადი წყარო რუსეთიდან იღებს სათავეს. ამ კამპანიების ძირითადი სამიზნე საქართველოს დმოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენი ევროპული არჩევანი და განვითარებაა” - განაცხადა საგარეო საქმეთა პირველმა მოადგილემ.


ვახტანგ მახარობლიშვილმა დისკუსიაში მონაწილე ექსპერტებთან ერთად ასევე ისაუბრა იმ გზებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს მთავრობებს, მედია ორგანიზაციებს და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, დროულად გამოავლინონ ასეთი დეზინფორმაცია და არ მისცენ ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეთათვის მთავარი და საერთო ღირებულებების შერყევის საშუალება. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ევროკავშირის, ნატო-სა და მათ წევრ-ქვეყნებს შორის დეზინფორმაციასთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის ეფექტური გზების მოძებნას.


ფორუმის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილი ესაუბრა ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე საკითხებს.

 


ბლედის სტრატეგიული ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასზე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი