„ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს“ - ირაკლი ღარიბაშვილი
05-09-2019, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების  პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას.

 

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზეა: „გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა.“ 

 

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

 

 

„ამ მიზნის მისაღწევად ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.“

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ნატოსთან   თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული  სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის განხორციელებას და ალიანსის წინაშეა აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - უფრო მეტი ნატოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი