თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებაში და თავდაცვის ძალებში სოციალური მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და გაგრძელდება ბინათმშენებლობის დაფინანსება.
„გაგრძელდება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება როგორც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული ვეტერანების, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ უწყება გააგრძელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებსაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.