ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“
05-09-2019, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამინისტროში შემუშავებული თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა 2020  წლამდე თავდაცვის სისტემისა და თავდაცვის ძალების განვითარების მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს და ის სრულ თანხვედრაშია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვისა და შეკავების  პოლიტიკასთან. 

 

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნული თავდაცვის განვითარების პროცესში, ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას გააგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა საინჟინრო, ლოჯისტიკური, სპეციალური დანიშნულების ძალების, საჰაერო თავდაცვის, საჰაერო სატრანსპორტო, ჯავშანსაწინააღმდეგო, დაზვერვის, არტილერიის, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების შესაძლებლობების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების, ეროვნული გვარდიისა და,  თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების სფეროს შემდგომ რეფორმირებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაცია. „როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით, ალიანსისგან მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით, მიიღწევა ნატოსთან თავსებადობის მაღალი ხარისხი“, - აღნიშნა მან. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი