"ქართული ფეხბურთის 25-წლიანი "ჩავარდნა", უწინარესად, ქართველი სახელოვანი ფეხბურთელების უპრინციპობის და მაამებლობის ბრალია!"
21-08-2015, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელების (თბილისის "დინამოს" სხვადასხვა თაობის სახელოვანი წარმომადგენლების) დღევანდელმა შეკრებამ სფფ–ში და მათმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ ამჟამინდელი გენერალური მდივნის რევაზ არველაძის არჩევას, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართული ფეხბურთის 25 წლიანი "ჩავარდნა", უწინარესად, სწორედ ქართველი სახელოვანი ფეხბურთელების უპრინციპობის და მაამებლობის ბრალია!


დიახ, 25 წლის მანძილზე სწორედ მათ არ ეყოთ ნება იმისა, რომ გაერთიანებულიყვნენ და ერთად აღსდგომოდნენ წინ ქართულ ფეხბურთში გამეფებულ პროტექციონიზმს და უსამართლობას! მეტიც, ისინი დაიქსაქსნენ და საშუალება მისცეს სხვასახვა ჯურის "საფეხბურთო საქმოსნებს", რომ გამოეყენებინათ ვეტერანები ერთმანეთის წინააღმდეგ. დღესაც, იგივე პროცესს ვადევნებთ თვალს!


ვეტერანებმა, მხოლოდ ერთ კანდიდატს არველაძეს "მოუსმინეს" და ისე მიიღეს მხარდასაჭერი გადაწყვეტილება, რომ სხვა კანდიდატებს (კობიაშვილი და სხვა) არც შეხვედრიან?! მერწმუნეთ, რომ ქართველი "სტაჟიანი" გულშემატკივრების დიდი უმრავლესობისათვის (ვერის პარკში, მხოლოდ რამოდენიმე კაცმა დააფიქსირა არველაძის მხარდაჭერა..) ძალზე მტკივნეულია ყოველივე ამის ყურება, რადგანაც წარსულში, ქართულ ფეხბურთში დომინირებდნენ რაინდული სულის ფეხბურთელები და ამავდროულად პიროვნებები, რომლებიც მწვანე მინდორზე გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, ცხოვრებაში კი – სამართლიანობისთვის!..


ჯუმბერ კირვალიძე


კომენტარები: 2
#2   Mudassir Ali
      
If you are looking for more information about flat rate locksmith Las Vegas check that right away. Γραφείο βοήθειας για αμερικανικές βίζες και υποστήριξη πελατών
15 იანვარი 2025 23:01
#1   Mudassir Ali
      
I was surfing the Internet for information and came across your blog. I am impressed by the information you have on this blog. It shows how well you understand this subject. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 00:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი