ამ გადმოსახედიდან, პანკისის ხეობაში უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას მოსახლეობასთან უფრო მეტი უნდა ემუშავა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ იღებს პასუხისმგებლობას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის პროცესებზე, “თუკი რაიმე დაშავდა და გაფუჭდა“.
„პანკისის ხეობაში უნდა შესულიყო პოლიცია. არ მეშინია გამეორება, შეიძლება, ამ გადმოსახედიდან უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო და არა ის, რომ ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. სპეციფიკური ხეობა და რაიონია. არ ვიტყვი, რომ მხოლოდ შსს-ს შეცდომა იყო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ვიტყოდი, რომ ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომ მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს და ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და უნდა დაეცვა ისინი. თავიდან არ შეუყვანიათ სპეცრაზმი. შემდეგ 30-35 კაცი შევიდა დარომ დაიძაბა, უკვე ანალოგიურად, მეც იგივეს გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.~
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.