მთავრობის შემადგენლობის მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.
მთავრობის შემადგენლობას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.
პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.