აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა დაიწყო
21-08-2015, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქ. აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა დაიწყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 264 485 ლარით ფინანსდება და მას შ.პ.ს. „მეოხი“ ახორციელებს.


პროექტის მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა მის მოადგილეებთან, ვახტანგ გაბელაიასა და გია კუციასთან და „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარე ვახტანგ ესაკიასთან ერთად დაათვალიერა.


აბაშის მუნციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებითაც ხორციელდება და ამჟამად სოფ. ნორიოს საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობის, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 743 ლარია გამოყოფილი, პროექტის საერთო ღირებულება კი 71 318 ლარია.

 



სამუშაოები ივლისში დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის ნორიოში მცხოვრებთ პირველად ექნებათ საშუალება ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის მომსახურეობით ისარგებლონ. ბაგა-ბაღი წელს 52 აღსაზრდელს მიიღებს.



ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი  2014 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი