პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც კობა დავითაშვილმა მას სამართლებრივი დავა მოუგო.
„მეგობრებო, ჩვენი ცრუ და მავნებელი მთავრობა ცოტა ხნის წინ ვითომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და ცილისწამების ფაქტებით იყო შეშფოთებული. სინამდვილეში კი ყოველგვარ სიბინძურესა და დისკრედიტაციას არათუ გმობენ და ებრძვიან, პირიქით, სავარაუდოდ თავადაც იგონებენ და მათი სასამართლოს მიერაც ყოველი ასეთი ფაქტი წახალისებულია.
როგორც იცით, დანაშაულის ჩადენა და უპოვარი ბავშვების ფულის მოპარვა დამაბრალეს, ცილისმწამებელი „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახლდათ, რა თქმა უნდა, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მაგრამ მოსამართლე კოპალიანმა ბოდიშიც კი არ დააკისრა.
კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ სამართალი არ არსებობს, მმართველი პარტიის წევრებსა და დაახლოებულ პირებს შეუძლიათ, ცილისწამონ და ნებისმიერი დანაშაული დააბრალონ ადამიანს პირდაპირ ეთერში და ყველას გასაგონად. შემდეგ საქმეში ჩართავენ მოსამართლე ირაკლი კოპალიანს და პრობლემებიც არ არსებობს.
გთხოვთ, გაავრცელოთ კოპალიანის ფოტო, ჩვენ სახეზე უნდა ვცნობდეთ ასეთებს“, - წერს პაატა ბურჭულაძე და მოსამართლე ირაკლი კოპალიანის ფოტოს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.