თბილისში, ჯანჯღავას პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება
06-09-2019, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს. 

 

 

პროექტის ფარგლებში, 7 600 კვ. მ ფართობი, სადაც ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება. 

 

 

სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა.  

 

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს და პარლამენტის  მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო. 

 

 

„აღნიშნული ქუჩა რაიონში ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთი იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო და მოსახლეობას მოწესრიგებული გზით ესარგებლა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

 

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული. 

 

 

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განახორციელა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი