თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაცული არ იყოს და უფრო იოლი იყოს ოკუპანტზე „გადაბარება“
06-09-2019, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და „ფეისბუქზე“ წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაცული არ იყოს და უფრო იოლი იყოს ქვეყნის ოკუპანტზე „გადაბარება“.

 


„ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად - კაცი, რომელიც ქვეყნის საჰაერო დაცვის წინააღმდეგ წავიდა და ალასანიას ხელი შეუშალეს მაშინ და გაათავისუფლეს და კაბელების საქმეც ამას მოჰყვა, როცა უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩაყარეს (ყველას გვახსოვს). ანუ ეს ნიშნავს: ღარიბაშვილი თავდაცვაში იმიტომ, რომ საქართველო დაცული არ იყოს! უფრო იოლი იქნება ოკუპანტზე „გადაბარება“, მხოლოდ ამას ნიშნავს!

 


„რაც შეეხება გახარიას - დღევანდელი პროცესით „კმაყოფილი“ გავრილოვის გამოსვლით, ცხადია (თუ კიდევ ვინმეს არ სჯეროდა) ვინ ჩასვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში - რუსეთის კომპარტიის წევრი გავრილოვი! ხელისუფლებავ - საქართველოს „გადამბარებლებო“ გვიფრთხილდით, ქვეყნის ღალატს არ გაპატიებთ!“, წერს თაკო ჩარკვიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი