ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა
06-09-2019, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით ქალაქ ხონში მიმდინარეობს.

 

 

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, შეაფასა და მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისათვის ხონის მუნიციპალიტეტში სამხედრო დასახლებაში არსებული კლუბის შენობა რემონტდება. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის # 2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი