ოთარ დანელია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი
21-08-2015, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი, ის შეიძლება 80-90%-იანი პრევენციის საშუალება იყოს, - ამის შესახებ კახეთში მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა და შეკითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი პრევენცია და ვისი დანაშაული იკვეთება, დანელიამ განაცხადა, რომ "დანაშაული არის ბუნების".


როგორც დანელიამ აღნიშნა, გუშინ სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოფლის-მეურნეობის კუთხითაც.


"წუხელ შეიკრიბა შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და მივიღებთ ინფორმაციას ციფრებთან დაკავშირებით, დაახლოებით, რა პროცენტული მაჩვენებლები გვექნება. დათვლა მიმდინარეობს. საუბარია, რომ შესაძლოა, ზოგადად, 1500-დან 2000 ჰექტრამდე ვენახი იყოს დაზიანებული. ეს არის პირველადი ოპერატიული ინფორმაცია, აქედან დიდი ნაწილი არის დაზღვეული, ზუსტი ციფრები გვექნება დღის ბოლოსთვის", - განაცხადა დანელიამ.


კითხვაზე - დაუზღვეველი ვენახების შემთხვევაში, რა იქნება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა, დანელიამ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლებამ გაატარა და ყველას ურჩია, რომ ვენახები დააზღვიონ.


"ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. იცით, რომ ჩვენ ვასუბსიდირებთ დაზღვევას, სახელმწიფო იხდის დაზღვევის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე 14 მილიონის ფარგლებში დაჯდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, თითო ჭურვი დაახლოებით, 300 ევრო ჯდება და საერთოდ ჯამში, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხმა მაქსიმალურად დააზღვიოს და მინიმუმადე იყოს რისკები დაყვანილი, თუმცა არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი, ასეთი რამ არ არსებობს, ეს შეიძლება 80-90%-იანი პრევენციის საშუალება იყოს და შესაბამისად, ყველას ვურჩევ, რომ დააზღვიოს. ვისაც დაზღვეული არ აქვს, ვერ გეტყვით, ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ჩვენ ამით მოვხადენთ დაზღვეულების დისკრედიტაციას. ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ შეიძლება სხვა რამე მიმართულებაზე ვიფიქროთ, თუმცა ახლა ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით", - განაცხადა დანელია.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხდა გუშინდელი სეტყვის პრევენცია, დანელიამ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაწილობრივი პრევენცია მოხერხდა.

"დაახლოებით, 50-მდე ჭურვი იქნა გასროლილი, თუმცა სეტყვა უკვე ფორმირებული იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. გუშინწინაც ანალოგიური რისკი იყო, მაშინ, პრაქტიკულად, 100%-იანი პრევენცია და თავიდან აცილება მოხდა, მაგრამ გუშინ ვინაიდან უფრო მძიმე ნალექი იყო, პრევენცია მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა, მაგრამ მაინც ჩამოიცალა და სრულფასოვანი პრევენცია ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ "დელტა" მთელი საღამოს მანძილზე მუშაობდა და გვაწვდიდა ინფორმაციას.", - განაცხადა დანელიამ.


კითხვაზე – რატომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი პრევენცია და ვისი დანაშაული იკვეთება, დანელიამ განაცხადა, რომ "დანაშაული არის ბუნების".


"საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ფორმირებული სეტყვა შემოვიდა. ტექნიკური სპეციფიკაა, ამის ერთი სიტყვით ახსნა რთულია. როდესაც ხდება ფორმირება, პროცესში მიმდინარეობს დამუშავება, რომ მოხდეს პრევენცია, მაგრამ როდესაც უკვე ფორმირებული შემოდის საზღვარზე, იმას რაც ფორმირებულია, ვერც ერთი ჭურვი ვერაფერს უშვება. სხვა ჭურვებმა ის პოტენციური კერები დაამუშავეს, სადაც შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი განვითარება ყოფილიყო", - განაცხადა დანელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი