გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე, პარლამენტარების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ კოოპერაცია აუცილებელი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
,,კოოპერაცია არის ევროპული გზა, სწორი და უალტერნატივო პრაქტიკა. ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ახალი ინსტიტუტი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომელშიც შევიდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც. ეს არ ნიშნავს, კოოპერაციის მნიშვნელობის შესუსტებას და ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას. პირიქით, ახალი ძლიერი სააგენტო, რომელსაც მეტი ტექნიკური რესურსი ექნება, უკეთესად შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაც პირველ რიგში, კოოპერატივების მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.