გიორგი გახარია: „ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომურიც, არის იმის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში“
06-09-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომურიც, არის იმის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში, – განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ.

 

 

„რამდენიმე სიტყვით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, ამომრჩევლებს. ეს სპექტაკლი, რაც ახლა აქ მოაწყვეს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა" დგას - ეს არის სიცრუე. ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ დღეს აქ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებს და ინსტიტუტებს. ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებთან საუბარი. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, ეს არის იმის განსახიერება, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში ", - განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი