დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს.
პირველ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-2 კორპუსთან განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე 25 დაავადებული ფიჭვი, ორი ზეხმელი და ავარიული ალვის ხე მოიჭრა.
დიდუბის რაიონში წლის განმავლობაში ჯამში, 450-მდე დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება, რომელთა ნაცვლად, დიდუბის გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს.
სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ემ ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 139 ლარია.
დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.
დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.