პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან საუბარი 20-21 ივნისს გამოყენებული ტყვიების შესახებ წარიმართა. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ტყვიებს, რომელიც აქციის დასაშლელად გამოიყენეს, ეწერა „ნაკლებად ლეტალური“. გახარიას თქმით, ნადირაშვილმა იცრუა, ტყვიას „არალეტალური“ აწერია, რის დასტურადაც მან ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა.
გიორგი გახარიას დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც გამოეხმაურა და მას აღნიშნული ტყვიების გამოცდა შესთავაზა.
"ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი", - მიმართა გახარიას ბობოხიძემ.
„ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, – მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.