2015 წელს ყველაზე დიდი ოდენობის ფულადი შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტიამ მიიღო
21-08-2015, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტია "ჩვენი საქართველო თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღო. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა "ამბები.ჯი"-ს განუცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული პარტიისთვის რამდენიმე ფიზიკურმა პირმა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გაიღო, რამაც საერთო ჯამში 145 500 ლარი შეადგინა.


შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით ბოლო 7 თვის განმავლობაში მეორე ადგილას ირმა ინაშვილის პარტია "პატრიოტთა ალიანსია", რომელმაც უკვე 54 980 ლარი მიიღო. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იგი შემოწირულობებით მესამე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულმა პარტიამ 36 400 ლარი მიიღო. კახა კუკავას პარტია "თავისუფალ საქართველოს" ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შემოწირულობების სახით 29 178 ლარი გადაურიცხეს. მეხუთე ადგილზეა ახალშექმნილი "დევნილთა პარტია" 21 400 ლარით. "რესპუბლიკური პარტიის" შემოწირულობებმა კი 18 055 შეადგინა.


ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი აქვს პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", რომელმაც მხოლოდ 5 065 ლარი მიიღო, მათი უმრალესობა კი - საწევროს სახით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე იურიდიულ პირებისგან არც ერთი შემოწირულობაც არ ყოფილა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი