თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
06-09-2019, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მედიის წარმომადგენლებთან ნაკრების ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩატარებული ფიზიკური და ტაქტიკური ვარჯიშების შესახებ, საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდების შესაძლებლობებზე, ასევე გუნდის წევრთა მოტივაციაზე ისაუბრა.

 

 

მორაგბეები თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.

 

 

პრესკონფერენცია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

 

 

თავდაცვის ძალების მორაგბეები დღეს ღამით მიემგზავრებიან იაპონიაში, სადაც თავდაცვის ძალებს შორის რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი 9-23 სექტემბერს ჩატარდება.

პირველი თამაში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს გუნდებს შორის ნარაშინოს რაგბის მოედანზე 11 სექტემბერს გაიმართება.

 

 

მომდევნო ეტაპზე ქართველი სამხედროები მოწინააღმდეგე გუნდებს შედეგების მიხედვით შეხვდებიან.

 

 

რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი სამხედროებს შორის მესამედ ტარდება.

 

 

საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კორეა, საქართველო, ტონგა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, ფიჯი და საფრანგეთი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი