ბატონო გიორგი, „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ, - ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე სხდომის წამყვანმა, ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც ქვეყანა უკან დახია და ქართველი ხალხი გააბრაზა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები - „მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ“ და ა.შ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, ან მე გთავაზობთ 1 კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.