საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
07-09-2019, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მოვლენების ფონზე, როგორიც იყო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თუ საოკუპაციო ხაზთან ძალების მობილიზება, რასაც თან სდევდა ულტიმატუმების წაყენება და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ — საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყების გამო, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები არის მიზანმიმართული ქმედებები, რომლის მიზანია, უბიძგოს საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ, თუმცა მცდელობა ფუჭია.



„ეს არის მიზანმიმართული ქმედებები და წარმოადგენს პროცესების ერთიან ჯაჭვს, რომლის ერთ-ერთი მიზანია, გვიბიძგოს ე.წ. დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყებისკენ. ეს არის ფუჭი მცდელობა, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. შიდა ადმინისტრაციული საზღვარი არ საჭიროებს არავითარ დაზუსტებას.


ასევე შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლებას, სრულ იზოლაციაში აქცევს საქართველოს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ამწვავებს მათ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.


მსგავსი ნაბიჯები იწვევს მხოლოდ ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას.


აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისაკენ და პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებების ფორმატებში, იქნება ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები თუ მის ფარგლებში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები.


საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიიღოს ქმედითი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობით ხელი შეუწყოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას.


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და დესტრუქციულ ნაბიჯებზე და ქმედითი ზომები მიიღოს მათ შესაჩერებლად“ , - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი