რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა - „ამ ხელისუფლების სურვილი არის მოამზადონ პოლიციური რეჟიმი არჩევნებისათვის, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი“
08-09-2019, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შესახებ მიმდინარე სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღო.

 


როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა, „ამ ხელისუფლების სურვილი არის მოამზადონ პოლიციური რეჟიმი არჩევნებისათვის“.

 


„ეს არის ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, დაკომპლექტებული ძალოვანი მინისტრების მიერ. ყველა ძალოვანი მინისტრი, რომელიც აქ არის, არის ივანიშვილის ერთ დროს პირადი მოსამსახურე. ამ ადამიანებს ივანიშვილი უხდიდა თავად ფულს, ზოგს, როგორც ადვოკატს, ზოგს როგორც ბანკირს, ზოგს როგორც დარაჯს, ზოგს როგორც ექიმს. ყველა მინისტრი, ამა თუ იმ ფორმით ღებულობდა ივანიშვილისაგან ფულს. ისინი იყვნენ ივანიშვილის პირადი დაქირავებული ადამიანები, ძალიან სამარცხვინო მოვლენაა და არც ერთ ქვეყანაში ალბათ ისტორიაში არ მომხდარა ფაქტი, რომ მმართველი ხელისუფლება სრულად, მათ შორის პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას აკომპლექტებდეს იმის მიხედვით, რომელიც მისი ხელქვეითები იყვნენ ამა თუ იმ დროს. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება. ეს არის „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჰოლდინგის“ ხელისუფლება, რომელიც პირადად ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა ბიზნესში და ახლა ემსახურება როგორც სახელმწიფოს მართვის რგოლების ხელმძღვანელები. აი, ამ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა და ეს მთავრობა მტკიცდება ხელმეორედ, იგივე სახეებით, იგივე წარუმატებელი სახეებით, ვინც ჩვენ ვიხილეთ და ჩვენმა ხალხლამ გამოსცადა საკუთარი ჯიბით და საკუთარი ცხოვრებით“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 


ამ წუთებში დეპუტატების წინაშე თავისი პროგრამით პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გამოდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი