ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის და ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს ეკონომიკებში, გარდამავალ ეკონომიკებში, სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და ჩვენ შეიძლება შედმგომი 10-20 წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენს წინაშე. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი იქნება ეფექტური, გონიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი ბიუროკრატია“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.