ისეთი აღიარებული, საყოველთაო, საკვანძო საკითხები, რომელსაც ფასეულობების დონეზე, საქართველოს არც ერთი მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად ოკუპაცია, და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ჩვენ ამ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში თავისი პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მე მაიძულა ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ალბათ ქვეყნის განვითარებაზე საუბარი იქნება ზედმეტი - ეს არის სიმართლე.
„მეგობრებო, ჩვენ ეს დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს რიგით მოქალაქეებზე ელემენტარული ზემოქმედება - მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე. ეს არის ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს; როდესაც ხდება სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება; როდესაც ჩვენ უბრალოდ არ ვაძლევთ მოქალაქეს საშუალებას ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე, როგორც არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ობიექტური რეალობა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ სახარბიელო არ არის ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ეს ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში, ყველა მიმართულებით და ელემენტარულად ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ისეთი აღიარებული, საყოველთაო საკითხები, საკვანძო საკითხები, რომელსაც ფასეულობების დონეზე, არც ერთი საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ეს საკითხებიც კი, სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, ოკუპაცია.
„ჩვენ ყველანი შეთანხმებლი ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ჩვენ ამ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და საერთოდ, სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი. ჩვენ ამ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე.
„რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არის ჩვენთვისაც გამოწვევა. სიმართლე, პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, რადგან ის საბაზისო ფასეულობები, რომელიც დამკვიდრდა ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ, რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები, გაანთავისუფლა ის ძალადობისგან, მათ მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალურ პირობების დაცვა და ა.შ. ეს უკვე საკმარისი არ არის და ჩვენ ეს ფასეულობები უნდა გავაფართოოთ“, განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.