ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ექსპერტი თვლის, რომ "თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის გამალებულ მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება".
ამის შესახებ დუნდუა Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ქადაგიძის საბოტაჟი ისევ გრძელდება, ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება 1 მილიარდ 115 მილიონამდე ასწია, შესაბამისად, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ (რეფინანსირებას მინუს სადეპოზიტოები) ერთ დღეში 60 მილიონით სარეკორდო საზღვრამდე გაიზარდა და 735 მილიონი შეადგინა.
დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. ნაცნობი სურათია, ზუსტად იგივე მოიმოქმედა სებ-მა მაისში, როცა კურსი 2, 36-მდე გააფუჭა. მაგრამ , რადგან ეს ხელოვნური პროცესი იყო, ბუნებრივია, გაფუჭებული კურსი დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მაისის ბოლოსთვის 1 დღეში ლარის ფასი2 .33-დან 2, 25-მდე “მოულოდნელად” მკვეთრად გაუმჯობესდა. იგივე განმეორდება ახლაც. თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის გამალებულ მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება",- წერს მიხეილ დუნდუა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.