პარლამენტში ელექტრონული სამაჯურით მისულმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ძალიან მალე ივანიშვილის ხელისუფლებას ქართველი ხალხი გადადგამს იქ, სადაც უნდა გადაიდგას“
08-09-2019, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და რა თქმა უნდა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას იქ, სადაც უნდა გადაიდგას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


„მე სიტყვით გამოვალ პარლამენტში. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც მე სამაჯურით შემამკეს. იმის შემდეგ არ ჩატარებულა სხდომა, თუ არ ჩავთვლით მიმდინარე კვირას და მე ვაპირებდი მოსვლას და გადავწყვიტე დღეს მოვიდე სწორედ. დღეს საქართველოს მოქალაქე ვერც ერთი უფლებით ვერ სარგებლობს, ვერც პოლიტიკურით, ვერც სოციალურით, ვერც ეკონომიკურით. ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და რა თქმა უნდა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას იქ, სადაც უნდა გადაიდგას, მათ შორის იქიდანაც, საიდანაც მართავს ის ქვეყანას არაკონსტიტუციურად, გადადგამს იქიდან, საიდანაც ჩასვეს მათ გავრილოვი.

 


„არაფერი იმაზე ძლიერი არ შექმნილა ამ სამყაროში, როგორც მართალი ადამიანი და როდესაც ადამიანი არის მართალი, იგი მთასაც გადადგამს და რომელი მთა ივანიშვილია, ხომ?! აქედან გამომდინარე, გარდაუვალია გამარჯვება. უბრალოდ დარჩა მოკლე დისტანცია დასაფარი. არის ფინიშის სწორი, ემოციები მძვინვარებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენი პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალების ამოცანაა რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხის და ჩამოშორებისთანავე, დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა“, განაცხადა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი