ნიკა მელიამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტიდან მიმართა: „თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილთან და რჩებით გახარიას ანაბარა... ისტორიამ თქვენ ადგილი უკვე გამოგიყოთ, ეს არის გავრილოვი და კრემლი“
08-09-2019, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს ამ დარბაზს... იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თქვენ ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ“, ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


„არც ერთ საქართველოს მოქლაქეს არ უთქვამს, რომ ის მოღალატე არის, ან მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა და დღეს თქვენი ადგილი რჩება ციციანოვ-ერმოლოვთან, თქვენი ადგილი რჩება ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, თქვენი ადგილი რჩება როდიონოვ-ლებედთან; თქვენი ადგილი რჩება გავრილოვ-პუტინთან; თქვენი ადგილი რჩება ჩახალიან-შკრილნიკოვთან; თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილთან და რჩებით გახარიას ანაბარა. გრძელდება საქართველოს ისტორია, თქვენ ამ ისტორიაში თქვენ თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი პერსონაჟობის როგორობა და თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელი და სწორ ადგილას. თქვენი ადგილი არ არის მორალურად სწორ მხარეს. თქვენი ადგილი იქნება ისტორიაში, მაგრამ სხვა ადგილას, რომელზეც მე ვისაუბრე.

 


სერგო ორჯონიკიძეს ეგონა თუ არა, რომ ის არის მოღალატე?! ცხაკაიას ეგონა თუ არა, რომ ის არის მოღალატე?! მე მესმის ის მწარე სიმართლე - სიმართლე, რომელიც ზოგჯერ თვალსაც კი თხრის... ისტორიამ თქვენ ადგილი უკვე გამოგიყოთ, ეს არის გავრილოვი და კრემლი“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი