შალვა ნათელაშვილი: „რუსი ოლიგარქის თანამებრძოლი დეპუტატის თავდასხმამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, ნათლად აჩვენა რეჟიმის მზადყოფნა, გამოიყენოს არა მარტო რეზინის ტყვიები, არამედ პუტინის შეიარაღებული ძალებიც“
08-09-2019, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებს, რომლებიც მას „მონას“ უძახდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

 


„კვირაძალზე, დილაადრიან, რუსი ოლიგარქის თანამებრძოლი დეპუტატის თავდასხმამ მშვიდობიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდებზე, არა მარტო სამოქალაქო მოსახლეობაზე პარლამენტართა ძალადობის მსოფლიო რეკორდი მოხსნა, არამედ ნათლად აჩვენა რეჟიმის მზადყოფნა ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს არა მარტო რეზინის ტყვიები, არამედ ძალადობის ნებისმიერი ფორმა პუტინის შეიარაღებული ძალების ჩათვლით. ახლა ვეკითხები ბავშვიყლაპია მთავრობას - ახლაც ვინმე აპირებდა პარლამენტში შემოჭრას თანაც ცხვრებით? ვაი თქვენს პატრონს და ჩვენსასაც. მოკლედ მათი და ჩვენი საშველი ამ პარაზიტთა სამუდამო მოკვეთაა ეროვნული სხეულიდან.სხვა გზას არ გვიტოვებენ. მე ამ წუთებში ვნანობ ერთადერთს - ათეული წლის წინ როდესაც ემზარ კვიციანი დააპატიმრეს მე ის მაინც შემეცოდა და  დავიცავი რის გამო კინაღამ მეც დამიჭირეს. არ ყოფილა თურმე ის დაცვის  ღირსი“, აცხადებს ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი