საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი, რომელიც პარლამენტში „იჯდა მიკროფონთან და უყურებდა ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ ღილაკისთვის დაეჭირა ხელი და გაეთიშა“.
გახარიამ თქვა, რომ „მათ უბრალოდ ხელში ჩაიგდეს მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს“.
„არჩევნებისთის ჩვენ ვემზადებით ყოველთვის. როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ უნდა მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის. მე პირადად, და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება დიდი პატივს სცემს ამ ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩეველსაც და ეს ფაქტია, ჩვენ მათ ვესაუბრებით. მათი პატივისცემით, ჩვენ დავდექით და დეტალურად ვუპასუხეთ თითოეულ შეკითხვას, მაშინ როდესაც მინისტრების მოსმენის დროს ჩვენმა კოლეგებმა არც კი იკადრეს დისკუსიაში შემოსვლა. მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მოკურცხლა ჩვეულებრივად, საპარლამენტო დარბაზიდან, დებატებში შემოსვლის შიშის გამო. მათ ჯერ თქვეს ერთი ტყუილი, დიდი, დაზარალებული ადამიანი, 20 ივნისს დაზარალებული ადამიანი გამოიყენს და შემდეგ გაიქცნენ დარბაზიდან. უფრო დიდი სასწაული გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“. მათ უბრალოდ ხელში ჩაიგდეს მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს და თქვეს, რომ თუ მოგვეწონებაო, რასაც გვეტყვითო, მაშინ ჩაგირთავთო მიკროფონსო და თუ არ მოგვეწონებაო, არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომასა და ბატონ სერგი კაპანაძეს შორის. ვერ ვხედავ. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი... იჯდა მიკროფონთან და უყურებდა ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ ღილაკისთვის დაეჭირა ხელი და გაეთიშა. ჩემთვის ეს მიუღებელია. ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას დავასრულებთ. ამაში მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.