„ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის მზადაა „სისხლით და მახვილით“ შეინარჩუნოს ძალაუფლება“ - გიორგი გუგავა
08-09-2019, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, „ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის მზადაა „სისხლით და მახვილით“ შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

 


„მაშ ასე, „წილი ნაყარია“.

 


ივანიშვილმა გაიფორმა რა გახარიას მთავრობა, ამით სრულიად საქართველოს განუცხადა;

 


რომ ის მზადაა „სისხლით და მახვილით“ შეინარჩუნოს ძალაუფლება;

 


რომ საბოლოოდ მოგუდავს ქართულ სახელმწიფოს;

 


რომ გაიყიდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები;

 


რომ გვაქცევს რუსეთის გუბერნიად;

 


რომ დამყარდება ოლიგარქიული დიქტატი;

 


რომ ქვეყნის ეკონომიკა, ფინანსები, ეროვნული სიმდიდრე იქნება ოლიგარქის საკუთრება;

 


რომ ხალხი განწირული იქნება უსამართლობისათვის, სიღატაკისა და სიდუხჭირისათვის და ა. შ.

 


მაგრამ, ჯერ ქართველ ხალხთან ომი არავის მოუგია, ბევრი იმპერია, მტარვალი, მოძალადე, მოღალატე, შიდა თუ გარე მტერი მოგვინელებია, გადავრჩენილვართ და დღემდე მოვსულვართ.

 


ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, აცხადებს გიორგი გუგავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი