საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლახან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების დალოდება არ არის მიზანშეწონილი და ახლა ივანიშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ მოქმედების დროა - „წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნით, რომელშიც, სააკაშვილის თქმით, თავადაც აქტიურად არის ჩართული.
„გვჭირდება წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს რეჟიმი, ივანიშვილის, განსაკუთრებით დღევანდელი დღიდან, მაგრამ მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არის ბოლომდე უკანონო. ის არის არალეგიტიმური. ის არ ეფუძნება საერთოდ ქართველი ერის ნებას. ის ეფუძნება მხოლოდ ძალადობას და დაშინებას და მოსყიდვას. ამგვარად, ყველანაირი მორალის ფარგლებში მოქმედება უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა არის კანონიერი და გამართლებული და ზნეობრივი.
საქართველოს სჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს ცვლილება არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნები. გვეუბნებიან, მოდით დაველოდოთ 2020 წლის არჩევნებს, არჩევნები უკვე ჩართულია. ჩართულია 2 წამზომი - ერთი არის საქართველოს წამზომი ჩართული, მეორე არის ივანიშვილის წამზომი. ან ივანიშვილი მოასწრებს საქართველოს წამზომის ბოლომდე მიყვანას და საქართველოს აფეთქებას, ბოლომდე განადგურებას ან ივანიშვილის წამზომი უფრო ადრე ჩამოვარდება და ივანიშვილი მოშორდება საქართველოს...
მე ვიცი, რომ ბევრ ხალხს აქვს სურვილი ხელები ჩამოუშვას, პირიქით, ახლა არის მოქმედების დრო. შიზოფრენი, ავადმყოფი გახარია და ავადმყოფი ივანიშვილი ვერ იქნებიან ქართველი ერის დამჩმორებლები, კადიროვიშჩინა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, პუტინის გეგმა საქართველოში ვერ შესრულდება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახლა ორგანიზება და ერთიანობა ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე. ყველაფერი გამოგვივა. რა თქმა უდა, მე ვარ ამ ყველაფერში აქტიურად ჩართული, არ გვინდა კონსპირაციების თეორია, პირდაპირ გეუბნებით, რომ ვარ ჩართული და ჩართული უნდა იყოს ყველა ქართველი პატრიოტი“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.