საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
09-09-2019, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 - 11 სექტემბერს, საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ეწვევა.

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პირველი დიპლომატი საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

 


ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.

 


ზემოაღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიეტუვის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ლინას ლინკევიჩუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

 

 

ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.

 

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი