„ჩვენ როგორც აქამდე, ვიქნებით თანმიმდევრული ყველა იმ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“ - დავით ზალკალიანი
09-09-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა ფორმატი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა არის მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა იყოს რას შეიძლება პრიორიტეტული და ამ მიმართულებით ჩვენი ქმედებები იქნება შეუქცევადი და ამ ნაბიჯებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გადავდგამთ.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

 

 

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს და პარადოქსულია, რომ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეიყვანისთვის სწორედ ამ მიმართულებას იყენებენ:

 


„პარადოქსულია, რომ ის მიმართულება სადაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხელშესახები შედეგები, არის გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში და აცხოვრონ სიყალბეში, წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსში გვაქვს პრობლემები. მე ფაქტებით ვისაუბრე ჩვენს საკომიტეტო მოსმენაზე, ამის შესახებ იყო საუბარი ფრაქციებთან შეხვედრაზე, ასევე დღევანდელ შემაჯამებელ გამოსვლაში იმ ძირითად პრიორიტეტებზე საუბრისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა.

 

 

საქართველო ყველა უმაღლეს ტრიბუნას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და უკანონო ქმედებებს აქვს სათანადო შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუნდაც ის, რომ ჩვენ როგორც არასდროს, გაცხადებული გვაქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ის, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ის, რომ დღეს ვართ ასოცირებული წევრი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი უნდა, გვაქვს საგზაო რუკა, მივდივართ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისკენ, ნატოს, როგორს ყველაზე მოწინავე ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის - ყველაფერი ეს მიანიშნებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე, და მართლაც პარადოქსია, რომ ჩვენი ოპონენტები ამას ისევე როგორც სხვა თემებს, იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში.“- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი