მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძემ მამით უნდა დაიწყოს აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარება, რადგან 2011 წელს მამამისმა 7 ადამიანი დააპატიმრებინა პოლიციას
09-09-2019, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ გაწმენდის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ პირდაპირი ჩართვისას უპასუხა და თქვა, რომ რიჟვაძემ ეს პროცესი მამით უნდა დაიწყოს.

 

 

„მამით უნდა დაიწყოს მაშინ, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარება აჭარაში იმიტომ, რომ როცა 2011 წლის 21 მაისს „აჭარის ტელევიზიასთან“ მოვედით მომიტინგეები „ერას მოედნიდან“, მაშინ მისი მამა იყო იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, აგრესიული მარბიელი და ამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ 7 ადამიანი დააპატიმრებინა მაშინდელ სამართალდამცავ ორგანოებს და ჩააბარა პროკურატურას და შემდეგ ცრუ ჩვენებები მისცა. ეს იყო თორნიკე რიჟვაძის მამა“, განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი