„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური არის არალეგიტიმური პროცესი“ - ლაშა დარსალია
09-09-2019, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

 


მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და განცხადებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთდა.



„ამ არჩევნებს არ აღიარებს საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტერიტორიების ასიათასობით მკვიდრი მოსახლეობა არის იძულებით გადაადგილებული და დღეს იმყოფება დევნილობაში. აღნიშნული არჩევნების არაკანონიერებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ ე.წ. პირველი ტურის შემდეგ გაკეთდა განცხადებები. მას არ აღიარებს საქართველო, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რაც აისახა შესაბამის განცხადებებსა და გამოხმაურებებში.“-აღნიშნა ლაშა დარსალიამ.



მისი შეფასებით ე.წ. არჩევნებს აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.



“აღნიშნულ ტეროტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ეს არის რუსეთის ფედერაცია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ მიმდინარე პროცესებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ოკუპაციის ლეგიტიმაცია და ერთი შეხედვით იმ ატმოსფეროს შექმნა, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს”- დასძინა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი