მისაღები არ არის, როცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება არა მხოლოდ დეპუტატის მხრიდან, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრი, გია ჟორჟოლიანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც ჟორჟოლიანმ განაცხადა, ის ძალადობას არ ამართლებს, თუმცა არც იმას ამართლებს, რის გამოც ემზარ კვიციანმა მოთმინება დაკარგა.
„მედიას, საზოგადოებასა და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა უნდა დამთავრდეს. პროვოკაციები აღკვეთილი უნდა იყოს. ძალადობას არ ვამართლებ და მიმაჩნია, რომ ამაზე ასეთი ფორმით პასუხი არ ვარგა, მაგრამ არც ის შეიძლება, რაც საფუძველი იყო იმის, რომ კვიციანმა მოთმინება დაკარგა. ეს ადამიანურად გასაგებია”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.