ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, - განაცხადა „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში ყველაფრის შენარჩუნება შეიძლება, თუმცა ეს ადამიანების თავისუფლების შეზღუდვით ვერ მოხდება.
„რაც შეეხება მთავრობას, მე უბრალოდ კითხვა მინდა დაგისვათ - რამე შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ასეთივე ზარ-ზეიმით ვუყურეთ ერთი წლის წინაც, როდესაც დაინიშნა ახალი პრემიერ მინისტრი. რამე შეიცვალა და კონცეპტუალურად ახალი შემოგვთვაზეს? ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ასე არ გამოვა, იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე“ , - განაცხადა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.