ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა
09-09-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.

 

 

მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

 


შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის უმკაცრეს კონტროლზე. ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.

 


მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემოსულ კორესპოდენციებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირებას.

 


ემზარ საბანაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი