გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვით გიორგი გახარიას, პარლამენტის მოსმენის დროს ფრაქციების ფორმატში, "ევროპული საქართველოს" სხდომისას, პასუხების გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ.
"სისულელეა, გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, ეს არის და ეს და ყოველთვის "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ თავს. უნდა იგრძნონ ინტელექტუალურად დამცირებულად თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მაგრამ მერე წუწუნი იმაზე, „როგორ დაგვჩაგრეს“, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რაც თქვა გახარიამ, ივანიშვილის რჩეულმა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსმენაზე - რომ ხვალაც რომ იყოს ვითარება, გავრილოვს ან მისნაირ ფიგურას შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, ისევ იმავე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს? ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მაგრამ მშვიდი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და რაც მთავარია, მწარე მშვიდობიანი დასჯით არჩევნებზე და ეს მოხდება ასეთი უტოფრობის ფონზე აუცილებლად", - განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.