"ნარმანიამ თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე ევროპის 48 დედაქალაქის მერი მოიწვია, თუმცა არცერთი მათგანი არ ჩამოვიდა"
21-08-2015, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დავით ნარმანიამ თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასასწრებად ევროპის 48 დედაქალაქის მერი მოიწვია, თუმცა ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში არცერთი მათგანი არ ჩამოვიდა.


"თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომელშიც 49 ქვეყანა მონაწილეობდა, სახელმწიფომ მის მოსამზადებლად დახარჯა 150 მილიონ ლარზე მეტი, ღონისძიებებში თბილისის მერთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრიც კი.


აი ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოს დედაქალაქში ჩატარების უფლების მოპოვებისას, თბილისის მერის გიორგი უგულავას, ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ამ შესაძლებლობის ევროპულ ქალაქებთან შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის გამოყენება იყო. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ასოციაციები უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობენ მთლიანად ქვეყნების პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განსაზღვრაში.


დავით ნარმანიამ და ,,ქართული ოცნების" თბილისის მთავრობამ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვია ევროპის 48 დედაქალაქის მერი (სამწუხაროდ არავის გახსენებია, რომ მოეწვია თბილისთან დაძმობილებული ქალაქების მერები). და მათგან ჩამოვიდა - ა რ ც ე რ თ ი (!).


რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შევძელით ამ ღონისძიების გამოყენება თბილისის პოზიციების გასამყარებლად ევროპულ ქალაქებს შორის, მათთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და ახალი ერთობლივი გეგმების შესამუშავებლად.


მართლაც ძალიან ძნელია, რომ 1 წელიწადში მოახერხო და საქართველოს დედაქალაქი გახადო ასეთი უინტერესო, არამიმზიდველი და უავტორიტეტო, რომ ზაფხულის პერიოდშიც კი არცერთმა მერმა მოინდომოს ჩამოსვლა და შეხვედრა შენთან.


P.S. ეს როდესაც საკრებულოს სხდომაზე ვთქვი, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ვერ გაიგეს, რატომ გვქონდა პრეტენზია თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან - რადგან ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოტივაციას ვერ მივხვდნენ, მინდა ძალიან გასაგებ ენაზე დავსვა შეკითხვა: ოჯახში რომ 48 სტუმარი მოიწვიო და არცერთი გესტუმროს, როგორი ადამიანი გამოდიხარ?!


ნათელია, რომ არც ქალაქის ბედი და არც თავმოყვარეობა ნარმანიას არ აწუხებს",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი