კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“ გაიხსნა
09-09-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 სექტემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოფიციალურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა „ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში“.



ექსპოზიციის ფარგლებში, წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ცნობილი ქართული პოემის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერების და ილუსტრაციების ნიმუშები (ასლები). დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა აქვთ, ასევე იხილონ „ვეფხისტყაოსნის“ კორეულენოვანი გამოცემები.


ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, სეო ჰეი რანმა.


კორეის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამოფენის თემატიკის გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიფინა ქართული ეროვნული სამოსი.


პროექტი ხორციელდება საქართველოს საელჩოს, კორეის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.


ოფიციალური გახსნის ცერემონიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ იონსეის და კორეის უნივერისტეტის პროფესორები, ჩო ჯუკ-ვანი და ჰო სუნგ-ჩული, რომლებმაც კორეულ ენაზე თარგმნეს „ვეფხისტყაოსანი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი