იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
ფინალურ თამაშს რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.