„ამხანაგი ვოლსკი ცდილობს, საზოგადოებას თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წლების განმავლობაში საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციების პოლიტ-ინსტრუქტორი სხვა გია ვოლსკი ყოფილიყო. ამხანაგ ვოლსკის, 1984-დან 1990 წლამდე «მოღვაწეობის» პერიოდი საპარლამენტო ბიოგრაფიაში არ აქვს მითითებული და გამოტოვებული აქვს“, აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
„ამხანაგი ვოლსკი თვითგადარჩენის არაჩვეულებრივ ინსტიქტებს ფლობს, ოსტატურად ერგება სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ შექმნილ გარემოს. შეუძლია, არარეალური რეალურად მოგაჩვენოთ. ნაღდი თბილისელის იმიჯს ირგებს და მტკიცებით ფორმაში საუბრის ორიგინალური მანერით გამოირჩევა. ცდილობს, საზოგადოებას თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წლების განმავლობაში საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციების პოლიტ-ინსტრუქტორი სხვა გია ვოლსკი ყოფილიყო. ამხანაგ ვოლსკის, 1984-დან 1990 წლამდე «მოღვაწეობის» პერიოდი საპარლამენტო ბიოგრაფიაში არ აქვს მითითებული და გამოტოვებული აქვს. იმ დროს საბჭოთა, სოციალისტური და საქართველო განუყოფელ ცნებებს წარმოადგენდა, ვოლსკისნაირი მუშაკების მთავარი ამოცანა მოსახლეობისთვის კომუნიზმის იდეებით „ტვინის გამორეცხვა“ იყო.
როცა მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ასი ათასობით ადამიანი დამოუკიდებლობას ითხოვდა, ის, როგორც ნამდვილი, გამოცდილი პარტმუშაკი საბჭოთა სამშობლოს დაცვას ცდილობდა. სწორედ ჭარბად დაგროვილმა გამოცდილებამ გადაატანინა შედარებით იოლად 1989 წლის 9 აპრილის შემზარავი ტრაგედია, სადაც რუსული არმიის სისასტიკეს ის მაშინ ამართლებდა. კომუნიზმის მარადიული იდეებით გონებაგამრუდებული კიდევ ერთი წლის განმავლობაში უტარებდა ინსტრუქტაჟს საბჭოთა პარტიულ ორგანიზაციებს და როცა დარწმუნდა, რომ იმპერია უსათუოდ დაინგრეოდა, «ნომერ პირველი პატრიოტი» გახდა. თუმცა «დედა რუსეთთან» კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, გაწეული «ღვაწლი» დაუფასეს და 1991-93 წლებში რუსეთის ფედერაციაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. კომპარტიაში პარტმუშაკის წარუშლელი კვალის დატოვების შემდეგ, უკვე „ბატონი“ გიორგი თავგანწირული ადამიანების მიერ მოპოვებულ ქვეყნის დამოუკიდებლობას უმტკივნეულოდ შეეზარდა და შევარდნაძის მმართველობის პირობებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. 2003 წელს ხელისუფლების ცვლილება, წესით, ვოლსკის კარიერაზეც უნდა ასახულიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, თალაკვაძის და ბევრი «მეოცნების» მსგავსად, სააკაშვილის მმართველობას იდეალურად შეეწყო. 2003-2004 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, შემდეგ 2004-2006 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. სააკაშვილის მმართველობისას მოსახლეობის მიერ სახელისუფლებო დანაშაულების გაპროტესტების პერიოდში ის საგანგებო დავალებათა ელჩი გახლდათ. მაშინ არ გამოთქვამდა პროტესტს „ბატონი“ ვოლსკი, რადგან პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნავდა და ყველაფერს «ვარდისფერი სათვალით» უყურებდა. დღეს კი წინა ხელისუფლებას „აგინებს“ და დანაშაულებში ვითომ. ხვალ იმ ხელისუფლებაზე მორგებას შეეცდება რომელიც ამას შეცვლის... ასეთია ამხანაგი ვოლსკის პოლიტ-პუტანკური ბიოგრაფია (უკაცრავად უხამსი სიტყვისთვის)“, წერს სოციალურ ქსელში ბადრი შელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.