ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ამერიკული მხარისგან მკაფიოდ დაფიქსირდა ქარათულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების და კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობა.
ხაზი გაესვა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჭრილში არსებულ მძიმე მდგომარეობას. ფილიპ რიკერმა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ აშშ-ი კვლავაც მოუწოდებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.