„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედა ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 47 816 ლარი შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ეკა ხასიამ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად დაათვალიერეს.
აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოში გააგრძელებენ.
ინფორმაციას ხობის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.