წელს, ეროვნულ გამოცდებზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონიდან 262-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი 173 აბიტურიენტი გახდა,100%-იანი დაფინანსება 9 მათგანმა მოიპოვა, 15-მა 70%-იანი, ხოლო 27-მა აბუტირიენტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რეგიონის წარმატებულ სტუდენტებს სოფ.გოგოლათში შეხვდა.
სასწავლო წლის დაწყებამდე, მხარის გუბერნატორმა ახალგაზრდებს მთიანი რეგიონის განვითარების სამთავრობო გეგმაზე მიაწოდა ინფორმაცია. ახალგაზრდებმა კი, რწმუნებულს რეგიონის განვითარების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს და საკუთარი პროფესიით, მხარის განვითარების გეგმები გააცნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.