9 სექტემბერს ონის მუნიციპლიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის „ საქართველო“ ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ქართული ხალხური სიმღერის ორიგინლურობის და არსის მთავარ კრიტერიუმებზე ისაუბრა ეთნომუსიკოლოგმა, დოქტორმა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მეცნიერ მუშაკმა ნატალია ზუმბაძემ.
Kedougou პროექტის (სენეგალი) კვლევის შესახებ ისაუბრა ესპანელმა მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, მსოფლიო მასშტაბით სამაგისტრო კურსების პროფესორმა კარლ ორფის ფონდის მრჩეველმა დიზენსა და მიუხენში პოლო ვალიეხომ.
„ტრადიციული მრავალხმიანობა სარდინიაში“- თემაზე ისაუბრა იტალიელმა პროფესორმა, ეთნომუსიკოლოგმა ,მრავალი წიგნის, აუდიო და ვიდეო კრებულის ავტორმა რენატო მორელმა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობს უხდის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება, რომელიც ხელს უწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას. მსგავსი ფესტივალები შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას უკეთ გაეცნონ რაჭულ კულტურასა და ტრადიციებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.