ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30 - 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ასევე მოინახულეს N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით ქალაქ ვანში ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის და მთისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქ. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის 120 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტების ჯამური ღირებულება 541 950 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ამხანაგობა „ჭერი“ და შპს „იმედი 2015“ ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.